უზბეკეთის პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრი დაასახელეს

6უზბეკეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინსიტრი სავკატ მირზიოევი ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაასახელა.
უახლოეს საათებში მისი დარეგისტრირება მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
დოკუმენტების დარეგისტრირებისას პრეტენდენტმა ხელმოწერები უნდა წარადგინოს, ამომრჩევლების არა ნაკლებ ერთი პროცენტისა, რაც დაახლოებით 214 ათასი ამომრჩეველია. კანდიდატთა რეგისტრაცია 30 ოქტომბერს დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნები 4 დეკემბერს არის დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 3 სექტემბერს დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშისირიამ ყირიმი რუსეთის განუყოფელ ნაწილად აღიარა
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რადას წინ საცვლები დაკიდეს