“უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ახალი წლის შემდეგ” – საფრანგეთის ელჩი

ტრიალოგის ფარგლებში დღეს შეხვედრა იმართება ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ტექსტის საბოლოო ვარიანტზე უნდა შეჯერდნენ ევროპარლამენტის, ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მონიე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხებია მოსაგვარებელი.

„უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ახალი წლის შემდეგ, რადგან ვიზალიბერალიზაციაზე, შეთანხმება მიღწეულია, მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხებია მოსაგვარებელი. ველით, რომ თავისუფალი მიმოსვლის გადაწყვეტილება ძალაში შევა ახალი წლის პირველ კვარტალში ან მეორე კვარტლის დასაწყისში. ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი.

მანამდე კი, საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს, რომ საქართველო იმსახურებს გამონაკლისის სახით, ვიზების მიღებას საფრანგეთში გასამგზავრებლად. ჩვენ მოუთმენლად ველოდით ახალ რეგულაციებს. ბოლო პერიოდში ვიზის მიღების მსურველთა 95%-ის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ჩვენს საელჩოში მექანიზმიც კი შევქმენით, რომელიც უფლებას ანიჭებს მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზებზე უარი ეთქვათ, ხელახლა მოგვმართონ,“-განაცხადა პასკალ მონიემ.

banner
წინა სტატიაში“სემეკი” ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ ვარაუდობს
შემდეგი სტატია“ივანიშვილი მოსახლეობას დაპირებებს არ უსრულებს და ხეების გადარგვით არის დაკავებული”- ენმ-ს პროტესტი