თბილისში ევროკომისარის ვიზიტი მიმდინარეობს. პირველი დღის ბოლოს დიმიტრის ავრამოპულოსი ოპოზიციას ხვდება.
ამ წუთებში ავრამოპულოსი შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წევრებთან მართავს, სადაც მთავარი სასაუბრო თემა ვიზალიბერალიზაციაა. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, თავისუფალი მიმოსვლის არჩევნებამდე ამოქმედების საკითხი მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული.
„დიდია იმის შანსი, რომ ჩვენ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი მიმოსვლა საკმაოდ ადრე. ჩვენი სურვილიც არის ეს, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს, მაგრამ მთავარი მაინც მეორე ნაწილია – ევროპარლამენტი, სადაც საქართველოს მთავრობამ არ უნდა გააჩინოს არანაირი დამატებითი კითხვები,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.