უწყვეტი სამედიცინო განათლების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტში ხვალ, უწყვეტი სამედიცინო განათლების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების და ექიმთა პროფესიული განვითარების სისტემის ანალიზსა და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს.
პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების, ჯანდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ექიმთა ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
“უწყვეტი სამედიცინო განათლება, როგორც მსოფლიოში კარგად გამოცდილი პრაქტიკა, უზრუნველყოფს ექიმთა სამედიცინო კომპეტენციის დონის, კლინიკური და ქცევითი უნარ-ჩვევების თანამედროვე მედიცინის შესაბამისად განვითარებას და პრაქტიკაში დანერგვას. უწყვეტი სამედიცინო განათლების ძირითადი მიზანია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და ინდივიდუალური პაციენტისათვის მტკიცებეულებებზე დაფუძნებული უსაფრთხო მომსახურების გაწევა. ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე მუდმივი ცვლილებების პირობებში, როდესაც თითქმის ყოველდღიურად ვითარდება და იცვლება მკურნალობის მეთოდები, ახლდება ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური ინდუსტრია, თანამედროვე ექიმებისათვის მნიშვნელოვანია კვალდაკვალ მიჰყვნენ თითოეულ სიახლეს და გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები”, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განხილვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან (GGI) თანამშრომლობით იმართება.

banner
წინა სტატიაშიევა ბარბაქაძეს ხერხემლის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხვალ ჩაუტარდება
შემდეგი სტატიამორიგი ტერაქტი – აფეთქებას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა