უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი გრძელდება და ქვეყანა წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევს, ვიდრე დაგეგმილი იყო

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი გრძელდება და ქვეყანა წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევს, ვიდრე დაგეგმილი იყო.

როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, ყველამ იცის, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი გრძელდება.

„ეს პროცესი ხანგრძლივია და გრძელდება, წინ ნელი ნაბიჯებით მივიწევთ, ვიდრე დაგეგმილი იყო, მაგრამ წინ მაინც მივიწევთ. დარწმუნებული ვარ, ეს წინსვლა ლოგიკურ დასასრულამდე მივა“, – დასძინა უსუფაშვილმა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში მოლაპარაკებები დაიწყო.

ევროკავშირის საბჭოს წევრები დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ევროპულ პარლამენტთან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ასევე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის პარალელურად, ძალაში შესული უნდა იყოს ე.წ. შეჩერების მექანიზმი.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
შემდეგი სტატიაძლიერი ხანძარი თბილისში – მაჩაბელზე 6 სახანძრო მუშაობს