უსუფაშვილი : “ძალიან მალე ამ ტრიბუნასთან იდგება ადამიანი – ქალი ან კაცი, კაცი ან ქალი, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გააგრძელებს პარლამენტის საქმიანობას”

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

საქართველოს ისტორიულად ჰყავდა კარგი ან ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თავმჯდომარე იქნება ძალიან კარგებს შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშილის თქმით, მას არც ინფორმაცია აქვს და არც ვარაუდები იმის თაობაზე, ვინ იქნება პარლამენტის შემდგომი თავმჯდომარე.

„პარლამენტის თავმჯდომარეები ისტორიულად საქართველოს ჰყავდა კარგი ან ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თავმჯდომარე იქნება ძალიან კარგებს შორის, იმიტომ რომ დაგროვილია გამოცდილება, პარლამენტში არის ძალიან ბევრი ადამიანი… პარლამენტის თავმჯდომარის ავკარგიანობა არ არის დამოკიდებული პერსონალურად მხოლოდ მასზე. ამას უზრუნველყოფს ამ შენობაში მომუშავე ხუთასამდე ადამიანი და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აღმოუჩინონ თავმჯდომარეს. „ქართული ოცნებაც“, ალბათ, შეარჩევს ყველაზე უფრო შესაფერის ადამიანს ამ პოსტისთვის. საერთოდ, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისგან, მათ შორის იმისგან, რომ ადამიანები არიან შეუცვლელები. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ამ ტრიბუნასთან იდგება ადამიანი – ქალი ან კაცი, კაცი ან ქალი, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გააგრძელებს პარლამენტის საქმიანობას. ჩემი მხარდაჭერა ექნება ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი ამ ტრიბუნასთან დადგება. თუკი რამე ვისწავლე, თუკი რამე გამოცდილება შევიძინე, ეს იქნება ამ ინსტიტუტის გაძლიერების სამსახურში. თუკი ოდესმე ვინმეს რაიმე თანადგომა დასჭირდება ჩემგან, მე ვიქნები მის გვერდში. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ძალიან კარგ პრეზიდენტებში, კარგ პრემიერ-მინისტრებში, კარგ პარლამენტის თავმჯდომარეებში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი“, – განაცხადა დავით უსუფაშილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ,,პატრიოტთა ალიანსი” ბარიერს ვერ ლახავს
შემდეგი სტატიაშესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ალასანიამაც დატოვოს