უსკოს თავმჯდომარემ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა

უსკო-მ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 19 აგვისტოს განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 24 ივნისის N3 განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის ბათილად ცნობას საფუძვლად უდევს ცესკო-ს განკარგულება, რომლითაც „ცენტრისტების“ რეგისტრაცია გაუქმდა, ვინაიდან აღნიშნული განკარგულება იყო ერთ-ერთი საფუძველი „ცენტრისტების“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარებისას.

ცესკო-ს მიერ პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციიდან მოხსნას წინ უძღოდა საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი
შემდეგი სტატიაიზორიამ საკადრო წმენდა დაიწყო – გენშტაბში საკადრო ცვლილებებია