უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმღლესი სარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 9:00 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით არჩევნებში შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 47.1%; „ნაციონალური მოძრაობა“ 28.8%, „პატრიოტთა ალიანსი“ 5.5%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 5.7%.

ამ დროისთვის 182 უბანია დათვლილი, დასათვლელია კიდევ 166 საარჩევნო უბნის მონაცემები.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია : დიდი ალბათობით, ბევრ ოლქში მეორე ტური გაიმართება
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი – 38,42% , გიგი წერეთელი – 37,8%