უსკო: აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობამ 37% შეადგინა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებთან კენჭისყრის დღე შეაჯამა.
უსკოს ცნობით, 20:00 საათზე 348-ვე უბანი დახურა და დაწყებულია ხმის დათვლა. დახურვისას ხელვაჩაურის ოლქში 28-ე, 29-ე და 36-ე უბნებზე გაითიშა ელექტროენერგია, რამდენიმე წუთით, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა. რაც შეეხება წინასწარ პირველად მონაცემებს – უსკო ოქმების ატვირთვას ვებ გვერდზე დაახლოებით 22:00 საათიდან დაიწყებს, მას შემდეგ რაც უბნები შეაჯამებენ შედეგებს.

30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 308 576-ის 37% პროცენტია. რაც 15 პროცენტით ნაკლებია 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით. არჩევნების პირველ ტურში ამომღჩეველთა აქტივობა 52,97% იყო.
ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:
ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 50 847 ამომრჩეველი, 31.98 %
ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 20 117 ამომრჩეველი, 40.78 %
ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 18 320 ამომრჩეველი, 38 07%
ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი (ხულო,ქედა,შუახევი)- 24 918 ამომრჩეველი, 47.79%
პარმენ ჯალაღონიამ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა. აჭარის მასშტაბით უბნებზე დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი 15. დარღვევები ძირითადად ადგილზევე აღმოიფხვრა, იყო პროცედურული ხასიათის.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაბოკერიას თქმით, შედეგების არ გაუქმების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას მიმართავს