უშველე ლარს! – დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

28 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.16 ლარად იქნება შესაძლებელი

უშველე ლარა! – პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ.
“ეროვნული ვალუტა რეკორდული ტემპებით უფასურდება, მთავრობა კი ამის შესაჩერებლად არცერთ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. პირიქით, ქართული ოცნების გეგმა კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან სწრაფ და ერთადერთ გონივრულ მოქმედებას – ხარჯების მკვეთრ შემცირებას და გადასახადების არათუ გაზრდას, არამედ შემცირებას მოვითხოვთ.

შეწყვიტეთ ჟრიალი, მოიჭირეთ ქამრები, დაწიეთ გადასახადები”, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი სომხეთის პრეზიდენტს და პოლიციის უფროსს შეხვდა