“უშიშროების საბჭოს მდივანი ვარ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში არ დავდებ ფიცს”

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის თქმით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მისი შემცვლელის საკითხი არ განხილულა.

მისი თქმით, ამ თანამდებობაზე დანიშვნის ექსკლუზიური უფლება აქვს პრეზიდენტს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

“როგორც ვიცი, პრეზიდენტს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. მე უშიშროების საბჭოზ მდივანი ვარ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში არ დავდებ ფიცს”, – განაცხადა იმერილიშვილმა.

შეგახსენებთ, უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა: საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატია2017 წელს, სამხედრო ძალების რაოდენობა კვლავ 37 ათასი იქნება