უშიშროების საბჭოს სახელი შეეცვლება და საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს

უშიშროების საბჭო გარდაიქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს – აცხადებს პარლამენტისა და საკონსტიტიუციო კომისიის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე:

„ერთადერთი არსებითი ცვლილება, რაც შეიძლება შეეხოს პრეზიდენტის კომპეტენციების სფეროს, ჩვენი ხედვით დაკავშირებულია უშიშროების საბჭოსთან. ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა წინა სხდომაზე. დღეს გვაქვს უფლებამოსილებების სრული აღრევა. რეალურად მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. ეს არის აბსოლუტური აღრევა, რაზეც აქტიურად საუბრობდნენ 2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. ისევე როგორც დღეს, მას დარჩება არსებითად თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებები, უბრალოდ განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან, ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს. სპეციალური მუხლი იქნება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობსი დროს ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, ეყოლება მუდმივი წევრები და მისი საქმიანობა უზრუნველყოფილი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული – ადვოკატი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს შესაძლოა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კომპეტენციები ჩამოერთვას