უშიშროების საბჭოს მდივნობის მთავარ კანდიდატად ვანო მაჭავარიანი სახელდება

უშიშროების საბჭოს მდივნობის მთავარ კანდიდატად, მისი მოადგილე ვანო მაჭავარიანი სახელდება. თავად მაჭავარიანი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს: – “კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ პრეზიდენტი წასული იყო, ჩამოვიდა, შევხდებით და უკვე მერე პრეზიდენტის გადასაწყევტია” – განაცხადა მაჭავარიანმა “კურიერთან” მცირე სატელეფონო კომენტარის დროს.
უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ასევე სახელდებოდა ხათუნა ლაგაზიძისა და პაატა დავითაიას კანდიდატურები, თუმცა გვრცელებული ინფორმაციით მათი დანიშვნის საკითხი აღნიშნულ თანამდებობაზე, აღარ განიხილება. საქართველოს პრეზიდენტს ირინა იმერლიშვილის შემცვლელის დასახელებისთვის კიდევ 2 კვირიანი ვადა აქვს.

banner
წინა სტატიაში“თიბისი” ბანკი ბანკი რესპუბლიკას აქციებს 315 მილიონ ლარად შეიძენს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: დიმიტრი ხუნდაძეს ბოდიში მოვუხადე, ის არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი