უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული

უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული- აცხადებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი:

,,როგორც მოგეხსენებათ, საუბარი არის, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. სხვათა შორის, უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი დღეს არსებობს, თავის დროზე, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული. ვინაიდან უშიშროების საბჭო არსებობს, ყოველთვის მისი წევრები და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, ბოლო სხდომებს ესწრებოდა. ამჯერად, პარლამენტის თავმჯდომარე გასაგები მიზეზის გამო, დღეს სესიას უძღვება, საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ხოფერია: ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, მძიმე ვითარებაა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა