უშგულში ჩარჩენილი 30-კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია

უშგულში ჩარჩენილი 30-კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია

უშგულში ჩარჩენილი 30-კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილიაუშგულში ჩარჩენილი 30-კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია, – ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟლიანი აცხადებს, რომელიც ამჟამადაც გზის გაწმენდით სამუშაებს ხელმძღვანელობს.

„მე პირადად გავაგზავნე მათთან მედიკამენტები, ასევე მათ წამლები მესაზღვრეებმაც მიუტანეს. 30-კაციან გადამღებ ჯგუფს არც წამლის, არც საკვებისა და არც სითბოს პრობლემა არ აქვს, ისინი უშგულში ყველაზე კარგ სასტუმროში არიან დაბინავებულები. სასტუმროს მეპატრონესთან პერმანენტული კავშირი გვაქვს“, – აცხადებს გამგებელი.

მისივე თქმით, კალა-უშგულის მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ართულებს გარკვეულ მონაკვეთებზე ჩამოწოლილი ზვავი, რომლის გაწმენდაც თავიდან უხდებათ შესაბამის სამსახურებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კლინტონის რამდენიმე წერილის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა