მურუსიძე ადასტურებს, რომ მოსამართლე გუჯაბიძეზე საჩივარი იყო შესული, თუმცა მას იუსტიციის საბჭომ არავითარი სახდელი არ დააკისრა

უსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“- საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი 2 წლის წინ იყო შესული, თუმცა საბჭომ მას არავითარი სახდელი არ დააკისრა.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ზოგადად დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურია და საჩივარი არა მარტო გუჯაბიძეზე, არამედ სხვა მოსამართლეებზე, მათ შორის, მასზეც შედის.

„მარტო გუჯაბიძეზე კი არა, ყველა მოსამართლეზე შემოსულ საჩივარს ვიხილავთ. როდესაც არის საჩივარი, რომ მოსამართლეს აქვს რაღაც გადაცდომა, საბჭო ყველაფერს იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხზე პასუხი გასცა და გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გუჯაბიძის მიმართ არასდროს არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სახდელი“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე განმარტავს, თუ რატომ შეუწყდა მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფოს მხრიდან ბინის ქირის გადახდა.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეუწყდა ქირა, ეს საკითხი კონფიდენციალური არ არის, ამაზე მან თავად განაცხადა უარი, ანუ მიმართა საბჭოს განცხადებით და უარი თქვა ქირაზე. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ამაზე მეტს ვერც საბჭო და ვერც მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ განაცხადა, მან სახელმწიფო ქონება გაფლანგა.

banner
წინა სტატიაში”მაესტროდან” გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეს საია შეისწავლის
შემდეგი სტატიაახალი მოდერნიზებული ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა