“უპრეცედენტო შემთხვევა”-ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

“უპრეცედენტო შემთხვევა”-ასე აფასებს ტელეკომაპანია მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პირველმა ინსტანციამ არ გააუქმა კრების ოქმი ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.

გადაბაძე აცხადებს, რომ სასამართლოს სურს საქმე, რომელიც თვეების განმავლობაში იხილებოდა 24 საათში დაასრულოს და ხვალ სააპელაციო სასამართლო გაჩეჩილაძეების სასარებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება.

მიუხედავად ამისა, გადაბაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას, რადგან კანონით ეს არის სხვისი საკუთრება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ მაესტროში კრედიტორთა საბჭოს სხდომა უნდა ცატარდეს, რომელზეც გადაწყდება ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: სჯობს, რომ ყურადღებით მოუსმინონ პრემიერს და ჩაერთონ პროცესებში
შემდეგი სტატია“ევროვიზია” ხმისმიცემის წესებს კარდინალურად ცვლის