„უფასო ფაკულტეტები არ უნდა იყოს ისეთი ხალხის ნავსაყუდელი, ვინც სხვა ფაკულტეტზე ვერ მოხვდა“ – ჯეჯელავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებიტ, მისი სურვილია უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს იმ სტუდენტების ნავსაყუდელი, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხდვნენ:

„ჩემი სურვილია, უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს ნავსაყუდელი ისეთი ხალხის, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტის მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხალხის აკადემიური მოსწრება ადეკვატური იქნება. მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ერთი თვის ვადაში ამასთან დაკავშირებით უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს“, – განაცხადა ჯეჯელავამ

banner
წინა სტატიაშისაქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა გახდა
შემდეგი სტატიაპრემიერი: საქართველო პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება