“უნივერსიტეტში საარჩევნო პროცესის გამჭირვალობისთვის სრული მზადყოფნაა”- ლადო პაპავა პრემიერს მიმართავს

გიორგი კვირიკაშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ უნივერსიტეტში საარჩევნო პროცესის გამჭირვალობისთვის სრული მზადყოფნაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სახელმწიფო უნივერისტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნას, ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება და, მისივე თქმით, გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არის მოქმედი კანონი.

“გიორგი კვირიკაშვილს შემიძლია ვუთხრა, საარჩევნო პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და ამ კუთხით მზადყოფნაა. კანდიდატურის მოხსნას რაც შეეხება, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა რამდენჯერმე მქონდა საუბარი ამ თემაზე გაფრინდაშვილთან. ამ ბოლო დროს არც სენატის წარმომადგენელს და არც გაფრინდაშვილს აღარ დავკონტაქებივარ. სენატის გადასაწყვეტია გამართავს თუ არა სხდომას, გამოსავალი არის მხოლოდ მოქმედი კანონი. ამ ეტაპზე წესდებიდან გამომდინარე პროცედურები უნდა დასრულდეს. თუ მოხსნის კანდიდატურას გაფრინდაშვილი, აკადემიურმა საბჭომ ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი, თუ არ მოხსნის კანდიდატურას სენატმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლადო პაპავამ.

რაც შეეხება კითხვას, იცოდა თუ არა უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტში “ოდეერების” არსებობის შესახებ, აღნიშნა, რომ მან მის შესახებ საკითხის გამწვავების შემდეგ გაიგო.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა უმსხვილესი გემი ჩაუშვა ზღვაში
შემდეგი სტატიაახალი ამბების სააგენტო “თაიმერის” საგანგებო განცხადება