United-ი “ზედმეტ” მგზავრებს 10 ათას დოლარს გადაუხდის

ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა სკანდალური შემთხვევების სერიის შემდეგ საკუთარი პოლიტიკის შეცვლაზე გააკეთა განცხადება. ინციდენტთაგან ყველაზე ხმაურიანი 9 აპრილს მოხდა, როცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა რეისიდან მგზავრი ძალის გამოყენებით ჩამიყვანა.
განცხადების მიხედვით, United Airlines-ი მგზავრებს რეისიდან მხოლოდ მაშინ მოხსნის, როცა ფრენა რეალურ საფრთხეებს უკავშირდება. გარდა ამისა, ავიაკომპანია ზედმეტად გაყიდული ბილეთების შემთხვევაში, კომპენსაციას გადაიხდის 10 ათასი დოლარის ფარგლებში, ასევე, ჩანთის ღირებულებას აანაზღაურებს 1500 დოლარით. სულ, კომპანიაში 10 ახალი წესი ამოქმედდა.

9 აპრილის შემთხვევის ვიდეოს გავრცელების გამო, რომლის დროსაც 69 წლის ჩინელი ექიმი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს ბორტიდან, ავიაკომპანიას პროტესტი მილიონობით ადამიანმა გამოუთქვა, რამაც United Airlines-ის აქციების რამდენიმე მილიონი დოლარით დაცემა გამოიწვია. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც ბიზნეს-კლასით მგზავრობდა, ლანჩის დროს მორიელმა უკბინა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმა
შემდეგი სტატიამერკელმა რეფერენდუმის შემდეგ თურქეთთან გართულებულ ურთიერთობებზე ისაუბრა