United-ის თვითმფრინავიდან ძალით ჩამოყვანილმა მგზავრმა ავიაკომპანიას უჩივლა

ავიაკომპანია United-ის მგზავრმა დევიდ დაომ, რომელიც სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ის ძალის გამოყენებით მიყავთ თვითმფრინავის ბორტიდან, სასამართლოს მიმართა. ადრე ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის არა მხოლოდ დაოს, არამედ, სხვა მგზავრების ბილეთის ღირებულებას აანაზღაურებდა. როგორც დაოს ადვოკატები ამბობენ, მათ სასამართლოს მიმართეს ავიაკომპანია აიძულონ თვითმფრინავში მომხდარის კვალი არ წაშალონ. კომპენსაციას დაო, ჯერჯერობით არ ითხოვს.

ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია United Airlines-ის კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარზე მეტით შემცირდა მგზავრთან მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც, ადგილის უქონლობის გამო, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს ძალით ჩაყავთ ბორტიდან.. ავიაკომპანიის აქციები 22,5 მილიარდიდან 21,7 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
მანამდე, “თაიმერმა” ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ის თანამშრომლების მოქმედებამ, რომლებმაც ჩინელი თვითმფრინავის ბორტიდან ძალიან გადმოათრიეს, მსოფლიოში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
ჩიკაგოს საავიაციო სამმართველო მომხდარს იძიებს. დაცვის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც მგზავრი რეისიდან მოხსნა, სამსახურიდან დროებით გადააყენეს. United Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ოსკარ მუნიოსმა ინციდენტს “სევდისმომგვრელი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიევროპის სასამართლომ ჩათვალა, რომ ბესლანში სპეცრაზმმა სიცოცხლის უფლება დაარღვია
შემდეგი სტატიასირია ქიმიური იარაღის საწყობზე შეტევის შემდეგ კოალიციას ასობით ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებს