United Airlines-მა, ბორტიდან მგზავრის ძალით ჩამოყვანის გამო, 750 მილიონი დაკარგა

ავიაკომპანია United Airlines-ის კაპიტალი 750 მილიონ დოლარზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მგზავრი, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს ბორტიდან ძალით ჩაყავთ. ავიაკომპანიის აქციები დღეს 22,5 მილიარდიდან 21,7 მილიარდ დოლამარმდე დაეცა.
“თაიმერმა”, ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ის თანამშრომლების მოქმედებამ, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტიდან ჩინელი ჩამოათრიეს, ჩინეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ინცდენტის ვიდეო 9 აპრილს ჩინურ მიკრობლოგ Weibo-ზე გამოქვეყნდა და ის უკვე 120 მილიონმა მომხმარებელმა ნახა.
ბლოგერები აღშფოთებას გამოთქვამენ 69 წლის ჩინელი ექიმისადმი მიყენებული ტრავმის გამო – ვიდეოზე ჩანს, რომ მას სახე დასისხლიანებული აქვს. “ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი რეპუტაცია გავანადგუროთ მსოფლიოს მასშტაბით, მანამდე, სანამ თქვენგან გულწრფელ ბოდიშს არ მოვისმენთ ” – წერენ Weibo-ს მომხმარებლები ავიაკომპანიის მისამართით.
მომხდარს ჩიკაგოს საავიაციო სამმართველო იძიებს. დაცვის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც მგზავრი რეისიდან მოხსნა, სამსახურიდან დროებით დაითხოვეს. United Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა, ოსკარ მუნიოსმა ინციდენტს „სევდისმომგვრელი“ უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: გაუგებარია რაზე ესაუბრება პრეზიდენტი ხალხს
შემდეგი სტატიააფეთქების სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ იყო