უნგრეთში დოკუმენტების არ ქმონე მიგრანტების დახმარებისთვის ციხეში ჩასმას აპირებენ

უნგრეთის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისგების შესახებ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დოკუმენტების არ მქონე მიგრანტებს დაეხმარებიან. თუკი კანონპროექტს არსებული სახით მიიღებენ, მიგრანტებისთვის საჭმლის მიწოდება ან მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
ასევე, უნგრეთის მთავრობა კონსტიტუციის შეცვლას აპირებს, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა უნგრეთში თავშესაფრისმაძიებლების გამოგზავნა ვერ შეძლონ.

როგორც უნგრული გამოცემა Magyar Hirlap წერს, სისხლის სამართლის სასჯელი ითვალისწინებს რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე თავისუფლების აღკვეთას მათთვის, ვინც მიგრანტებს მოიყვანს, მათ დაეხმარება და შეიკედლებს და ა.შ. – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიფლორიდაში გამოცხადებულმა “საუდის პრინცმა” მილიონები მოიპარა და გაება
შემდეგი სტატიაბელგიის ლეჟში თავდამსხმელმა წინა ღამით ციხის ნაცნობი მოკლა