უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაუყონებლივ უნდა მიიღოს

საქართველომ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით, დაუყოვნებლივ და არა ბრიუსელის გაგებით – დაუყოვნებლივ, ანუ თვეების მერე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უნგერთში მიაჩნიანთ, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა განყენებულია ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებისგან, თითქოს ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა უნდა მის მოსახლეობას.

„რაც შეეხება გაფართოებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ეს ცუდი აზრია, რადგან ჩვენ ახლა გვაქვს პრობლემები და სჯობს, ჩაკეტილები ვიყოთ. უნგრეთის პოზიცია, რომ ახლა სწორედ სათანადო დროა, უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ საკითხს და მოვიზიდოთ მეტი წევრები, რადგან რაც უფრო მეტი ვართ, უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი პოზიცია ასეთია, არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ ნატო-სთან მიმართებაშიც. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის პრეზიდენტი როცა განცხადებას აკეთებს, რომ არ იქნება გაფართოება უახლოეს წლებში, დევიდ ქემერონი და ვიქტორ ორბანი იყვნენ, ვინც წინააღმდეგ მისცეს ხმა მისი პრეზიდენტობის და ჩვენი პოზიცია სწორი იყო”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თვითონ ევროკავშირის ინსტიტუტებმა დასკვნა ვერ გააკეთეს თავისი მუშაობიდან.

„ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ უნდა გავფართოვდეთ, რაც შეიძლება მალე. უნგრელებს გვეუბნებიან, რომ თითქოს პრორუსულად ვიქცევით და უფრო მეტი დაბრკოლება უნდა შევუქმნათ რუსულ პროპაგანდას, მაგრამ ნახეთ თვითონ ევროკავშირის რას აკეთებს, როდესაც აყოვნებს ამ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს? მეორე მხრივ, ეს საფრთხეს უქმნის თავად ევროკავშირის სანდოობას. საქართველომ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით, დაუყოვნებლივ და არა ბრიუსელის გაგებით – დაუყოვნებლივ, ანუ თვეების მერე”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ნატო-ს პიტერ სიიარტოს მიაჩნია, რომ რაც უფრო იქნება ნატო-ს წევრი, უსაფრთხოებ უფრო დაცული იქნება.

„როცა საქართველო, ასეთი დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს მისიებში, არ ვიცი მეტი რა უნდა გააკეთოთ ამ მხრივ, ასე რომ MAP-ის საკითხი საქართველოსთვის, მესმის რომ ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის ციფრები არ არის ისეთი მაღალი, როდესაც თავდაპირველად. იგივე იყო უნგრეთში, მერე ხალხი იწყებს იმედგაცრუებას. ნატო-სგანაც გვინდა იყოს დადებითი რეაქცია”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს შეხვდება
შემდეგი სტატია(+ფოტო) საქართველოს დელეგაციის სართული ოლიმპიელების სოფელში რიოში