უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს გამოიძიებს

„საზოგადოება წამების წინააღმდეგ“ – ომბუდსმენმა ახალი კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. უჩა ნანუაშვილმა სისტემური ცვლილებების საჭიროებებზე ისაუბრა.მისი შეფასებით, აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს შეისწავლის.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში შსს-სა და პროკურატურაში სახალხო დამცველის მოთხოვნით 60 ფაქტზე დაწყებულ არც ერთ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ხშირია სამართალდამცავების მხრიდან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები და შესაბამისად, მოქალაქეთა საჩივრები. შექმნილი ვითარება არსებული საგამოძიებო სისტემის სერიოზულ ხარვეზსა და ამ სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. უნდა შეიქმნას რეალურად დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს გამოიძიებს,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი” – ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში იმყოფება
შემდეგი სტატიაწინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.2% შეადგინა -ჭიაბერაშვილი