“უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადო დანიშვნები”-ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას და საბჭოს საქმიანობის კანონის ძალით დარეგულირებას ითხოვს. დოლიძის თქმით, მხოლოდ ამ ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი ქვეყანაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის განვითარება. იუსტიციის საბჭოს წევრი ინიციატივას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

„თუ არ მოხდა მყისიერი და ძირეული რეფორმა სასამართლო სისტემაში ჩვენ დავკარგავთ სასამართლოს ანგარიშვალდებულებას. ჩვენს წინაშეა ასევე სერიოზული კორუფციული რისკები. უნდა მოხდეს 4 მიმართულებით სერიოზული რეფორმა. მათ შორის შეჩერდეს უვადო დანიშვნები. მათ შორის კანონით დარეგულირდეს საბჭოს საქმიანობა ამასთან დაკავშირებით მე დღეს ვაგზავნი წინადადებებს პარლამენტში,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს
შემდეგი სტატიათუ ტყიბულის ტრაგედიაში სუბიექტური ფაქტორი დადასტურდა, ყველა პასუხისმგებელი პირი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს