“უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი” – კობა ნარჩემაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, კობა ნარჩემაშვილი ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე საუბრისას აცხადებს, რომ არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი და ხშირ შემთხვევაში ის გამსაღებელიცაა.

“პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ის ხშირ შემთხვევაში გამსაღებელიცაა ამავდროულად. ეს არაა მხოლოდ გაყიდვა – ასევე, გადაცემას, გადაზიდვას გულისხმობს. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე ნარკოტიკებთან, კოკაინი და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებს, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართალმცოდნეებში, საზოგადოებაში, სპეციალისტებში (მათი განმარტებით, მსუბუქი ნარკოტიკი – ასეთი გაგება, პრაქტიკულად, არ არსებობს), ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი მსჯელობა, რომ მოხდეს, პირველ შემთხვევაში, დეკრიმინალიზაცია, ესეც მსჯელობის საგანი უნდა იყოს.” აცხადებს ნარჩემაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლის კვალიფიკაცია, მხოლოდ საგნის ცოდნას არ ნიშნავს
შემდეგი სტატია,,მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის” – ჯეჯელავა