“უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ” – სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

რუსთავი ორის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დარღვევას, ერთიანი განცხადებით, სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში გამოეხმაურება.

უჩა ნანუაშვილის თქმით, აპარატი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე კოლეგიის შეცვლის მიზეზებს და არსებული კოლეგიის მიერ პროცესის წარმართვას დეტალურად სწავლობს.

„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს. უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ, მათ შორის კოლეგიის და კოლეგიის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თუკი პროცესში გამოიკვეთება და ჩვენ უნდა დაველოდოთ კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ შესაძლებლობა გვქონდეს შესაბამისი დასკვნების.

ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება, თუ რა გახდა მიზეზი კოლეგიების შეცვლის. სპეციალურ განცხადებას ერთიანად ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს პროცესში აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან
შემდეგი სტატიატელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლებმა ჟურნალისტებს მიმართეს