უნდა გასაჯაროვდეს ლიკვიდირებული და დაკავებული ადამიანების გვარები – დეკანოიძე

ოპოზიცია თვლის, რომ გუშინდელ სპეცოპერაციასთან დაკავშრებით, ხელისუფლება არ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. “ენმ”-ს წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უნდა გასაჯაროვდეს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობაც:

“ხელისუფლება ბოლომდე არ ავრცელებს ინფორმაციას , რომელიც აუცილებელია რომ საზოგადოებამ იცოდეს. იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები, აღიკვეთა თუ არა ტერორისტული აქტი, რატომ მოხდა ისე, რომ ეს იყო დაუგეგმავი სპეცოპერაცია, გარდაიცვალა ჩვენი სპეცრაზემელი და ეს არის უდიდესი ტრაგედია. რატომ იყო ისე, რომ მთავრობა დაემალა ჟურნალისტებს და საზოგადეობას. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს იმ ადამიანების გვარები, რომლებიც დაკავებულ იქნენ სპეცოპერაციის დროს ან ლიკვიდირებულ იქნენ, ვინაიდან ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და ამაზე აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია” განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს
შემდეგი სტატიაინფორმაციის ნაწილი შეიძლება ვერ გასაჯაროვდეს, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი- ხოშტარია