“უნდა დავუპირისპირდეთ ივანიშვილის ამ გეგმას,” – რატიანი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრობს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებაა.

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ მარგველაშვილის სამომავლო გეგმების პროგნოზირება რთულია.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ის შეეცდება რომ მთლიანად ჩამოშალოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და დაიქვემდებაროს პრეზიდენტი. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები შემდეგში და რა შეიძლება მივიღოთ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა დავუპირისპირდეთ ივანიშვილის ამ გეგმას. 4 წლის განმავლობაში მარგველაშვილი ქმედებები იყო იმდენად ურთიერთგამომრიცხავი, რომ ამ მიმართულებით პროგნოზირება არავის არ შეუძლია,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებაზე კომენტარს ქართული ოცნების დეპუტატები ჯერ არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
შემდეგი სტატია“უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დელეგაცია იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე,”-ფხალაძე მაკკეინის ვიზიტს აფასებს