“უმთავრესი, რისი მიღწევაც გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა”

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა იქნება უპირველესი გარანტი იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრაზე განაცხადა, კანონის უზენაესობა და ადამიანის დაცულობა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

“უმთავრესი, რისი მიღწევაც გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში კიდევ უფრო გაძლიერდეს და დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა. ჩვენი მთავრობა იქნება უპირველესი გარანტი იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენ, მთავრობის წევრებს და პარლამენტარებს გვეკისრება ყველაზე მაღალი ვალდებულება, რომ დავიცვათ ყველა კანონი, ამიტომ, ამ მიმარულებით ვიქნებით ძალიან თანმიმდევრული და მკაცრი ამ პრინციპების გატარებაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა აფხაზები და ოსები დაიბრუნონ