უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” უმთავრესი დაპირება სამართლიანობის აღდგენა და ქვეყანაში სამართლიანობის განცდის შექმნა იყო, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა, თუმცა სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების წევრთა მიერ ჩადენილი დანაშაულობებისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებამ და სასამართლო პროცესმა ნათელყო,რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობის განცდა!ამიტომ,მე,როგორც უმრავლესობის წევრს მიმაჩნია,რომ ყველამ,ვინც ვერ უზრუნველყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა,სამართლიანობის განცდის შექმნა და საკუთარი რესურსით საქმის ობიექტურ გამოძიებას ვერ უზრუნველყოფს, დახმრებისთვის სხვა ქვეყნის ექსპერტებსა და პროკურორებს მიმართავს, დაკავაბული თანამდებობა უნდა დატოვოს და ადგილი იმ პროფესიონალებს დაუთმოს, ვინც თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას-აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიშოთაძე სარალიძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს
შემდეგი სტატიაშოთაძის გადადგომა + საგამოძიებო კომისია = ივანიშვილის თამაშს