უმრავლესობის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დებატები არ გაიმართება

პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ფორმატი დამტკიცებულია. უმრავლესობის გადაწყვეტილებით პოლიტიკური დებატები არ გაიმართება და გიორგი მარგველაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის 12 ფრაქცია 15-15 წუთიანი სიტყვით გამოვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციით იქნებოდა უფლებამოსილი, რომ ას საქართველოს მთავრობაზე ქონოდა პასუხისმგებლობა და ის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებდეს ქვეყნის მართვაში, მაშინ, უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, პოლიტიკური დებატები იქნებოდა გამართლებული, თუმცა უმრავლესობის წევრების თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ეს უფლებამოსილებები არ აქვს მინიჭებული, ისინი პოლიტიკური დებატების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ნაციონალური მოძრაობა კი პოლიტიკური დებატების აუცილებლობაზე საუბრობს.

„გთავაზობთ, სრულყოფილი პოლიტიკური დებატები გავაკეთოთ. დრო ქონდეს უმცირესობასაც, უმრავლესობასაც და ამის შემდგომ გვქონდეს საშუალება ფრაქციების ხელმძღვანელებს, რომ გამოვიდნენ,“ – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2015 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა 623 ათასი გამოძახება შეასრულა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს