უმრავლესობაში მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას ელოდებიან

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა არ სურს და მმართველი გუნდის შეთავაზებას უარყოფითად შეხვდა, უმრავლესობის მომავალი ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. თალაკვაძე ამბობს, რომ არანაირი წყენა და პირადი ფაქტორები არ არსებობს.
„ქალბატონი მანანა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი. მას აქვს ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. ქალბატონი მანანა არ არის ის ადამიანი, ვინც წყენაზე დაყრდნობით იღებს რაიმე გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი ექნება მას თანამდებობრივი კუთხით მე-9 მოწვევის პარლამენტში. როგორც კი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საზოგადოებას ამცნობს. მე არ ვადასტურებ, რომ არსებობს რაიმე ტიპის წყენა, რაიმე ტიპის პირადი ფაქტორები, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა და ამ არჩევნებში გამარჯვება, რა თქმა უნდა, იყო ყველა ჩვენგანის პირადი მოტივაცია. დღეს ეს არის უკვე გუნდური პასუხისმგებლობა და გუნდური მოტივაცია, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ პირადი ფაქტორებით მოხდეს მომავალში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო
შემდეგი სტატიარეხაში 44 წლის მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია