უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ პრემიერის კანდიდატურაზე შესაჯერებლად პარასკევს შეირკიბებიან. მმართველი გუნდის წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ამაზე ერთიანი პასუხი უმრავლესობაში არ აქვთ.
„ბატონ ირაკლის სავსებით ახალი სისხლი აქვს, არანაკლები სხვაზე,“ – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს ახალი კანდიდატი სწორედ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს. პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაზე აქტიურად საუბრობენ მმართველ გუნდში. ისინი საგარეო საქმეთა მინისტრს დადებითად ახასიათებენ.
უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ მთავარობის ახალი გუნდის დაკომპლექტება ახალ წლამდე უნდა მოხდეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, როგორც ვიცე-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მოსალოდნელი იყო. ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა უმრავლესობაში განიხილება და მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერობის დიდი შანსები აქვს.