უმრავლესობამ თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

თავისუფალი დემოკრატების ინიციატივა განიხილეს თავდაცვის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. საუბარია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შემუშავებულ მიმართვაზე.

უმრავლესობამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ნაციონალურ მოძრაობა განხილვას არ დასწრებია.

„სადღაც 15 დეკემბრამდე ევროკომისამ უკვე ტექნიკური შეფასების საფუძველზე, სავარაუდოდ, პოზიტიური დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს და ამ ვფიქრობთ, რომ ამ დასკვნის გამოქვეყნებამდე საკანონმდებლო წარმომადგენლების ერთობლივი ხედვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძე

მას დაეთანხმნენ უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი. მათ იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნოლ დოკუმენტს უახლოეს ხანში დაამუშავებს პარლამენტი და ის კოლეგა პოზიტიურ გავლენას იქონიებს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: სწორი არ იქნება, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა იგივე “გაზპრომთან”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ხარვეზი იყო, რომ ადამიანებს ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკური წონა