„უმრავლესობამ დაინახა, რომ ის ვერ ფლობს სიტუაციას“ – სერგო რატიანი

პლატფორმაში „დაიცავი კონსტიტუცია“ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თბილისში მოსახლეობას შეხვდებიან. ისინი იმ ხარვეზებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რის გამოც, მათი აზრით, კონსტიტუციის ცვლილებების არსებული პროექტი მიუღებელია.

„უმრავლესობამ დაინახა, რომ ის ვერ ფლობს სიტუაციას. ჩვენ ვთავაზობთ, რომ წავიდეთ პლებისციტის გზით იმის პარალელურად, რომ განხილვები უნდა იყოს. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ყველგან იქნება მოწმენდილი ცა და უკრიტიკო გარემო,“ – აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი.

ფილარმონიაში გუშინ მომხდარს ნაციონალური მოძრაობა “ქართული ოცნების მხრიდან ხალხის აბუჩად აგდებას” უწოდებს.

„გუშინდელი ინციდენტი იყო შედეგი ხალხის აბუჩად აგდების. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ განვაგრძობთ დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში შეხვედრებს ხალხთან და დღეს ჩვენ შეხვედრა გვექნება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში,“ – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია ლაშა თორდიას საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დღეს ბიუროს სხდომაზე მოითხოვს
შემდეგი სტატიაპირველმა ლედიმ ბრატისლავას ბავშვთა ფსიქოლოგიური განვითარების სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა