უმცროსმა ტრამპმა ცნობილ ამერიკელებს თავიანთი დაპირება, ამერიკის დატოვების შესახებ, შეახსენა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილმა დონალდ ტრამპ-უმცროსმა “ტვიტერის” საკუთარ მინი-ბლოგზე ამერიკის ცნობილ მოღვაწეებს, რომლებმაც თქვეს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებდნენ, დანაპირები შეახსენა. “მე ჯერ კიდევ ველოდები, ადგილობრივი ვარსკვლავები, რომელთაც იგივე პირობა დადეს, როდის შეასრულებენ მას” – დაწერა მან ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარში, რომელიც იმაზე წერდა, რომ საფრანგეთის გამოჩენილი მოღვაწეები ქვეყნიდან წასვლით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებზე მარინ ლე პენი გაიმარჯვებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო მარათონის დროს შერმა, ბარბარა სტრეიზანდმა, რობერტ დე ნირომ და სხვა ცნობილმა პირებმა განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ისინი ამერიკას დატოვებდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაკრემლი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია