უმაღლესი განათლების მქონე პირებს მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

უმაღლესი განათლების მქონე პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ შესაბამისი პროგრამა და სკოლებში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოთ.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლიათ ბაკალავრის, მაგისტრისა და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

გარდა ამისა, მომავალი მასწავლებლებისთვის უკვე აკრედიტებულია 12 უნივერსიტეტის პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის მსურველებს მომავალი წლიდან მიიღებს. მათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოიუწევთ.

რეგისტრაცია naec.ge-ზე და online. naic.ge-ზე უკვე მიმდინაროებს და 12 აპრილს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიბოლო ორი დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში 16 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია”- იან კელი ყარაბაღში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა