უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სიტუაციების გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ მინისტრმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საინტერესოა თამარ სანიკიძის პირადი აზრი. მმართველი გუნდი კი მინისტრის პარლამენტში გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს.
„არანაირი რეფორმები განათლების სფეროში არ მიმდინარეობს, არც ზრუნვა განათლების დონესა და ხარისხზე. ერთადერთი რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არის სურვილი პოლიტიკურად დაიქვემდებაროს უმაღლესი განათლების სფერო. ჩვენ კარგად გვახსოვს „თავისუფალი უნივერსიტეტისა“ და „აგრარული უნივერსიტეტის მისამართით რეპრესიული ნაბიჯები, მოვლენები თსუ-ში, მოვლენები ტექნიკურ უნივერსიტეტში. სრულიად სამართლიანია მოვითხოვოთ, მინისტრი მოვიდეს და განმარტოს, რატომ არ ზრუნავს სამინისტრო განათლების ხარისხზე“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.