უმა თურმანი ცხენიდან ჩამოვარდა და რამდენიმე მოტეხილობა მიიღო

ამერიკელი მსახიობი უმა თურმანი ცხენიდან ჩამოვარდა და რამდენიმე ძვლის მოტეხილობა მიიღო – New York Post-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. კონკრეტულად რა ტიპის მოტეხილობები მიიღო მსახიობმა, არ ზუსტდება.
New York Post-ის წყარო ამბობს, რომ 46 წლის მსახიობი შვილებთან ერთად საფრანგეთის კუნძულ სენ-ბარტემელიში ნახეს. თვითმხილველების თქმით, თურმანი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს მენჯის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.

უმა თურმანი კვენტინ ტარანტინოს ფილმების “მაკულატურა” და “მოკალი ბილის” შემდეგ გახდა პოპულარული.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა დღე-ღამის განმავლობაში მეორე ბალისტიკური იარაღი გაუშვა
შემდეგი სტატია94 წლის აირის აპფელი თანატოლებს მინი-კაბებს ჩააცმევს