უკვე მივეჩვიეთ ყველა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება ეს არის თამაზ მეჭიაურის პოზიცია

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

უკვე მივეჩვიეთ ყველა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება ეს არის თამაზ მეჭიაურის პოზიცია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ამ მოცემულობით მხარს არ უჭერს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია განსხვავებულია და ის საზოგადოებისთვის ცნობილია.

„მივეჩვიეთ ყველა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება ეს არის თამაზ მეჭიაურის პოზიცია, ჩვენი გუნდის პოზიცია ამ საკითზე იცით. ეს არის მისი პერსონალური პოზიცია, გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის არის დაცული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდას ხელისუფლებამ კონტრზომები უნდა დაუპირისპიროს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი:”პატივცემულო რაულ ჯუმკას ძევ”