უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან „სულუგუნისთან“ დააკვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Strana.ua ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დღეს, კიევის დროით დაახლოებით 15:00 საათზე აიყვანეს.

ამასთან, ამავე ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ შვიდწამიან ვიდეოში ჩანს, რომ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფორმიანი პირები შეივიდნენ.

როგორც გამოცემა strana.ua წერს, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარინა ჩიჟმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი სადილობისას დააკავეს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1847882411908798/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიდავით ბეჟუაშვილი “ბადაგონის” გენერალურ დირექტორს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეო კადრები ვრცელდება