უკრაინული მედია კიევში მოხდარი ტერორისტული თვდასხმის ფოტოებს ავრცელებს

უკრაინული მედია 1 ივნისს კიევში მომხდარი თავდასხმის პირველივე წუთებში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კიევში, უკრაინის ,,ატოს,, მებრძოლებს, ჩეჩენი ეროვნების ცოლ-ქმარს ადამ და ამინა ოსმაევებს, ფრანგ ჯურნალისტად გაცნობილმა ქილერმა ცეცხლი გაუხსნა. მას შემდეგ რაც ქილერმა ადამ ოსმაევს მკერდში ესროლა, ამინა ოსმაევამ საკუთარი ,,მაკაროვის,, სისტემის პისტოლეტიდან 4 ტყვია ესროლა ქილერს. როგორც ქილერი, ასევე ადამ ოსმაევი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შეგახსენებთ, რომ ადამ ოსმაევი რუსეთში პრეზიდენტ პუტინზე თავდასხმის ორგანიზაების მცდელობისათვის იძებნება დიდი ხანია და ის უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლებას დაპატიმრებულიც ჰყავდა, თუმცა ევროსასამართლომ მისი ექსტრადირება შეაჩერა და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ადამ ოსმაევი გაანთავისუფლეს რის შემდეგაც ის სნაიპერ მეუღლესთან ერთად უკრაინის მიერ დონბასში წარმოებულ ანტიტერორისტული ოპერაციაში (ატო) იბრძვის.

banner
წინა სტატიაშივატიკანთან ახლოს აფეთქებამ პანიკა გამოიწვია
შემდეგი სტატიაგაერომ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ