უკრაინის უშიშროების ექს-შეფი: მესაზღვრეებო, ყველა უკანონო დავალების შესრულებისთვის პასუხს აგებთ

უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მითითებები, რასაც მესაზღვრეები იღებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, უკანონოა და ყველას, ვინც მათ შეასრულებს, მოუწევს, პასუხი აგოს.

ვალენტინ ნალივაიჩენკო, რომელიც, ამავდროულად, პარტია “სპრავედლივოსტის” ლიდერია, აცხადებს, რომ რაც ახლა “კრაკოვეცთან” ხდება, მიუღებელია: “არ შეიძლება, მშვიდად ვუყურებდეთ იმას, რომ მავთულხლართები, სპეცტექნიკა გამოჩნდა არა ქუჩაში კრიმინალების ან ფრონტზე – რუსი აგრესორების წინააღმდეგ, არამედ უკრაინის ერთი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც აპირებს, ქვეყანაში შემოვიდეს და თავისი უფლებები დაიცვას.

არ შეიძლება ვუყურებდეთ, როგორ იყენებენ ახლა უკვე მესაზღვრეებს, როგორც სადამსჯელო სისტემას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამას ხომ იანუკოვიჩი აკეთებდა, ოღონდ, ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და “ბერკუტს” იყენებდა. 21-ე საუკუნეში არსებობს უამრავი კანონიერი საშუალება იმისთვის, რომ მავთულხლართებისა და სპეცტექნიკის გარეშე იმოქმედოთ”, – მიმართა მან მესაზღვრეებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილს ჯერ არ გაუსაჩივრებია მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაკრაკოვიეცის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტთან ფეთქებადსაშიშ საეჭვო ნივთს ვერ მიაკვლიეს