უკრაინის სპორტის მინისტრმა სააკაშვილის კრიტიკას უპასუხა

უკრაინის სპორტის მინისტრმა სააკაშვილის კრიტიკას უპასუხა

4 (1)ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა “ფეისბუქის” საკუთარი გვერდიდან ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უპასუხა.
“სანამ ბატონი სააკაშვილი უკრაინის ეროვნული ნაკრების კრიტიკაზე გადავა, პირადად უნდა აბარებდეს ანგარიშს, მან, როგორც ოდესის მხარის ხელმძღვანელმა, რა გააკეთა საკუთარ რეგინში სპორტის განვითარებისათვის” – წერს ჟდავოვმა.
მინისტრის თქმით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რეგიონში 64 სპორტული ობიექტის ინფრასტრუქტურა განადგურდა, მათ შორის, სტადიონები, საცურაო აუზები, საფეხბურთო მოედნები, ტენისის კორტები და სხვა.
მინისტრის თქმით, “მიხეილ სააკაშვილის მუშაობა საერთოდ არ ასახავს ოდესის მხარის უდიდეს სპორტულ პოტენციალს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოდესის მხარის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის სპორტის მინისტრს იგორ ჟდანოვს, რიოს ოლიმპიადაზე სპორტსმენების წარუმატებელი გამოსვლის გამო გადადგომისკენ მოუწოდა – ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“უკრაინამ ოლიმპიადაზე კატასტროფულად ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ, მინიმუმ, სპორტის მინისტრი უნდა გადადგეს. ვეჭვობ, რომ შეთანხმების პერიოდში, რომელზეც წარმოშობილია მთავრობა, ეს არ მოხდება” – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.

მისი თქმით, უკრაინელი სპორტსმების მიერ ნაჩვენები შედეგები ქვეყნის პოტენციალს არ გამოხატავს.
შეგახსენებთ, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე უკრაინამ 11 მედალი მოიპოვა, მათ შორის – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ოლიმპიადა 21 აგვისტოს დასრულდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია
შემდეგი სტატიამედიამ ტრამპის 12 წლის კოორდინატორი აღმოაჩინა