უკრაინის შს მინისტრი „კანონიერ ქურდ“ გელა ქარდავას დაკავების კადრებს ავრცელებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, ე.წ. კანონიერი ქურდის, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის გელა ქარდავას დაკავების კადრებს ავრცელებს.

ქარდავა არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღობისა და ძარცვის ბრალდებით.

ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა.

გელა ქარდავა „თანამოაზრეებთან“ ერთად, უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში აიყვანეს. გელა ქარდავას ე.წ. „კანონიერ ქურდად“ კურთხევა 21 წლის ასაკში, 1996 წელს მოსკოვში მოხდა. ავაკოვის ცნობით, პოლიცია ამოწმებს ოპერატიულ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებში მისი მონაწილეობის შესახებ.

დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს. ცნობილია, რომ გელა ქარდავა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „ქურდების“ ე.წ. კომერციული კორონაციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ავაკოვის გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ქარდავა რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია. მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

https://youtu.be/pazi6xgF9Pw

 

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანას გეგმავს?