უკრაინის შს მინისტრს გუშინდელი ინციდენტის გამო მოხსნიან?

უკრაინის შს მინისტრი გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მოხსნეს

უკრაინის შს მინისტრი გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მოხსნესუკრაინის რადაში დარეგისტრირდა პროექტი-გადაწყვეტილება N 2846 “ავაკოვ ა.ბ-ს შს მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ” – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გუშინ გვიან ღამით უკრაინის რადაში შს მინისტრსა და ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილის თქმით “მან (ავაკოვმა) არა მხოლოდ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა ჩემს მიმართ, არამედ ყველას თანდასწრებით პირდაპირ დამემუქრა. ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობს”.
ავაკოვის თქმით, სააკშვილთან კამათისას მან ოდესის გუბერნატორს წყალი შეასხა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ავაკოვის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ ხვდება ოდესის გუბერნატორი რუს ოლიგარქებს, “ისტერიკა დაიმართა”.

სააკაშვილის განცხადებით, ავაკოვი თანამდებობას ბოროტად იყენებს და გარეულია კორუფციაში.
გარდა ამისა, სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენ იაცენიუკმა მას “გასტროლიორი” უწოდა.
“მინდა ვუპასუხო იაცენიუკს, რომელმაც გასტროლიორი მიწოდა. მე აქედან არსად არ ვაპირებ წასვლას, მე მათ არ მივცემ უფლებას გაქურდონ ჩემთვის მხურვალედ საყვარელი უკრაინა” – განაცხადა სააკაშვილმა.

რადას დეპუტატის სერგეი ლეშენკოს თქმით, არსენ ავაკოვმა სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა და რჩევა მისცა “წაეთრიე ჩემი ქვეყნიდანო”. ლეშენკოს თქმით, “პოლიტიკური ომი ხურდება”.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს უარი განაცხადა გუშინდელი სხდომის ვიდეოს გამოქვეყნებაზე.

 

banner
წინა სტატიაშინათია სუხიაშვილი ელისაშვილსა და გოგაძეს შორის შეხვედრას ადასტურებს
შემდეგი სტატიამონსერატ კაბალიეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა