უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს

Ïåðâûé çàìåñòèòåëü ìèíèñòðà âíóòðåííèõ äåë Óêðàèíû Ýêà Çãóëàäçå è íà÷àëüíèê ïàòðóëüíîé ïîëèöèè Êèåâà Àëåêñàíäð Ôàöåâè÷ âî âðåìÿ ñòàðòà ðåãèñòðàöèè â íîâóþ ïàòðóëüíóþ ïîëèöèþ â Çàïîðîæüå, 10 îêòÿáðÿ 2015 ã. Âñåãî â Çàïîðîæüå íàáåðóò 800 ïîëèöåéñêèõ, è êàæäûé äåíü íà óëèöû ãîðîäà áóäóò âûåçæàòü 80 ïàòðóëüíûõ àâòî. Ôîòî Ïðèëåïà Àëåêñàíäð / ÓÍÈÀÍ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. სააგენტო “უნიანის” ცნობით, ამის შესახებ თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ეკა პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება მისი თხოვნით მიიღო. ეკა გააკეთებს განცხადებას, არ არის საჭირო ჭორები”, – წერს ავაკოვი.

ამავე დროს, არსენ ავაკოვის განცხადებით, ეკა ზღულაძემ მიიღო მისი შეთავაზება და მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელად გააგრძელებს.

ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნოდარ ჭიჭინაძეს კახაბერ გვანცელაძე შეცვლის
შემდეგი სტატიაპროექტს – “Check In Georgia“ საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან