უკრაინის “საიდუმლო ციხიდან” 13 ადამიანი გაანთავისუფლეს

უკრაინის ციხიდან 13 ადამიანი გაანთავისუფლეს, რომლებიც იქ არაოფიციალურად იყვნენ – ამის შესახებ დღეს, 29 აგვისტოს გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, როემლიც საერთაშორისო ორგანიზაცებმა Human Rights Watch (HRW) და Amnesty International (AI)-მა გაავრცელეს.
HRW -ის ევროპისა და ცენტრალურ აზიაში მთავარმა გამომძიებელმა ტანია ლოშკინამ უკანონო პატიმრების განთავისუფელას “საიდუმლო ციხიდან” “დიდებული ინფორმაცია” უწოდა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ როგორც დაკავების, ასევე განთავისუფლების ფაქტი ოფიციალურად არ არის აღიარებული, რაც, მისი თქმით, “დაუსჯელობის ატმოსფერას ქმნის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა” – ხაზგასმით აღნიშნა იუსრისტმა.
განთავისუფლების ფაქტის შემდეგ Human Rights Watch და Amnesty International-მა მოხსენება გამოაქვეყნეს, სათაურით “თქვენ არ არსებობთ”, რომელიც გრძელვადიან და ზოგ შემთხვევაში არაოფიციალურ დაკავებებს შეეხება.
უფლებადამცველები კიდევ 5 ადამიანის განთავისუფლებას ითხოვენ, რომელიც, მათი ინფორმაციით, უკრაინის სპეცსამსახურებს ყავთ დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიიტალიის სანაპიროებზე 1100 ლტოლვილი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე: პრეზიდენტის მოწოდება მისაღებია, მაგრამ ჩვენი პარტია ძალიან აქტიურად მუშაობს